ბათუმში  მეზღვაურთა დასაქმების შესახებ მსჯელობენ

24 ივნისი 2019, 12:53 1314 ნახვა

ბათუმში  მეზღვაურთა დასაქმების შესახებ მსჯელობენ. საზღვაო სასწავლებლებისა და გემთმფლობელი კომპანიების წარმომადგენლები საზღვაო საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებისა და დასაქმების მხრივ არსებულ გამოწვევებზე აკადემიური საკონსულტაციო კომიტეტის ფორმატში მართავენ შეხვედრას.

ბოლო წლების განმავლობაში ეს არის რიგით მესამე შეხვედრა. უცხოური კომპანიის წარმომადგენლები მთავარ გამოწვევად  საზღვაო ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად გადასამზადებელ კადრებს ასახელებენ. დღესვე საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების შესახებ გასაუბრების მეორე ეტაპი გაიმართება. პირველ ეტაპზე 87 კანდიდატია შერჩეული. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში