ბსუ-ს აკადემიური საბჭო დღეს კანცლერს ირჩევს

20 ივნისი 2019, 10:51 230 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს ახალ კანცლერს აირჩევს. უნივერსიტეტის 11 წევრიანი აკადემიური საბჭო ერთადერთ კანდიდატს ალექსანდრე მითაიშვილს მოუსმენს და კენჭს უყრის. საჭიროა მინიმუმ 6 ხმა. კანცლერის პოზიციაზე მხოლოდ 1 კანდიდატი დარეგისტრირდა.

ალექსანდრე მითაიშვილი  ბათუმი მერის მოადგილე იყო. იგი ძირითადად განათლების კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით მუშაობდა.

არჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენენ, რომელიც 26 წევრისგან შედგება და აქაც კანდიდატმა უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. წარმომადგენლობით საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღე აქვს.

კანცლერი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ამ პოზიციას ჯემალ ანანიძე იკავებდა. მას მეორეჯერაც შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა თუმცა  განაცხადი არ გაუკეთებია. კანცლერი უნივერსიტეტში საფინანსო ადმინისტრაციულ მიმართულებას კურირებს, ასევე მართავს მატერიალურ ტექნიკურ ბაზას. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში