რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ასამბლეას უძღვება

20 ივნისი 2019, 10:49 6183 ნახვა

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში "მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა" მიმდინარეობს, რომელსაც ამ ასამბლეის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება.

გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი სხდომის დაწყებისთანავე დაიკავა. 

ღინისძიებას “ქართული ოცნების” დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი და ენძელა მაჭავარიანი, “პატრიოტთა ალიანსიდან” - ადა მარშანია ესწრებიან. 

სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან  “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები. ამბობენ, რომ სერგეი გავრილოვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვს დარღვეული. მმართველი გუნდი კანონის დარღვევის ფაქტს უარყოფს. 

ასამბლეაში 25-მდე ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობს. 

ასამბლეა გუშინ გაიხსნა. კონფერენციის გახსნამდე, ოპოზიციამ და მოქალაქეების ნაწილმა რუს დეპუტატს სირცხვილის კორიდორი მოუწვეს და შეძახილებით "რუსეთი ოკუპანტია"  შენობაშ შესვლის საშუალებას ავტომობილს არ აძლევდნენ. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში