აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თინათინ ზოიძე უხელმძღვანელებს

18 ივნისი 2019, 14:59 4767 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსად თინათინ ზოიძე დაინიშნა, ის წლების განმავლობაში ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

მან სულხან ღლონტი ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. 

ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინეს. 

თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზეე მუშაობდა. 2015 წლიდან დღემდე ხელძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, მანამდე კი ბათუმის ტურისტული სააგენტოს ტურიზმისა და მარკეტინგის განყოფილებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში