დავით სერგეენკო პრემიერ მინისტრის მრჩეველი იქნება 

18 ივნისი 2019, 14:05 2292 ნახვა

ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო პრემიერ მინისტრ მრჩევლად დაინიშნა -  ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი კი საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე იქნება.

''ქართული მედია ხართ პირველი, რომლებიც შეიტყობთ საკადრო გადაადგილების შესახებ. გვაქვს ცვლილება, დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს კი დაიკავებს ეკა ტიკარაძე. ჯანდაცვის სფერო და ის რეფორმები რაც ჩვენმა გუნდა 2012 წლიდან გაატარა განსაკუთრებით საამაყო და მნიშვნელოვანია'' - თქვა მამუკა ბახტაძემ.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრად 2012 წლიდან მუშაობდა.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე თქვა, რომ თანამდებობიდან წასვლა მისი ინიციატივა იყო. 

„ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, წინასწარ მომზადებული რეფორმების ახალი ფაზა, როგორ იქნებოდა ოპტიმალური, იმისათვის რომ სწორად დაგეგმილიყო  და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს, განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რათა უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი“, – ამბობს დავით სერგეენკო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში