მუზეუმების გაერთიანებების დირექტორად სულხან ოქროპირიძე დაინიშნა

14 ივნისი 2019, 14:26 4814 ნახვა

ბათუმის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელად  სულხან ოქროპირიძე დაინიშნა. ქობულეთის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თამუნა ორაგველიძე ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობიდან აჭარის განათლების ყოფილი მინისტრის, ინგა შამილიშვილის პოსტიდან გაშვების შემდეგ, ორ დღეში გაუშვეს სამსახურიდან.

ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ახალი დირექტორი თანამშრომლებს, ასევე ახალმა მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა წარუდგინა. 

მუზეუმების გაერთიანებაში  ბათუმში არსებული ოთხ მუზეუმი შედის -  არქეოლოგიური, ხელოვნები,  მხარეთმცოდნეობისა და  ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმები.

სულხან ოქროპირიძე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, სხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე არ უმუშავია.  ის საზოგადობა "ბათომის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში