კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

13 თებერვალი 2023, 20:26 697 ნახვა

სვიმონ დადიანის ხუთი ნამუშევარი, რომელიც ორბელიანების სასახლეში ინახებოდა, ხელოვნების სასახლეს დაუბრუნდა. მიზეზი ერთ-ერთი ტილოს დაზიანებაა. პროცესში ჩართულია კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ კახაბერ ჭუმბაძემ განაცხადა, 2020 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნით, ხელოვნების სასახლიდან ადმინისტრაციისათვის გადაცემული იქნა ხუთი ნახატი დროებითი გამოფენისთვის. მისივე თქმით, ორი წელი იყო ვადა, რომელიც 2022 წლის დეკემბერში ამოიწურა. როგორც გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე განმარტავს, წლის დასაწყისში ხელოვნების სასახლის წარმომადგენლებმა წესების მიხედვით მოახდინეს ნახატების მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ ერთი ნახატი არის დაზიანებული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში