კულტურის სამინისტროს განცხადება

20 ივნისი 2023, 19:50 743 ნახვა

კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.უწყების პოზიციაა, რომ  არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. ,,მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც  მომავალში.“-ნათქვამია განცხადებაში. სამინისტროს საკმაოდ ვრცელ ამავე განცხადებით ვიგებთ, რომ უწყება მზადაა დიალოგისათვის და სამუშაო შეხვედრებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყებს. რაც შეეხება კინოცენტრის დროებით მმართველს,უწყებამ აუცილებლად ჩათვალა დროებითი მმართველის სახით, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის ტექნიკურად შესრულება სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის კობა ხუბუნაიასათვის ეთხოვა. სამინისტროს განცხადებაში  ვკითხულობთ, რომ მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხუბუნაია ციხეში ბადრაგის პოზიციაზე მუშაობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში