ხულოში თიბისი ბანკის ფილიალი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხა ჩასარიცხი აპარატიდანაა წაღებული. კონკრეტულად რა თანხა წაიღეს მძარცველებმა, ამ ეტაპზე უწყებაში არ კონკრეტდება.
პრესსამსახურის განმარტებით, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოხდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            