მიხეილ კალანდია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

06 ივნისი 2019, 14:03 2778 ნახვა

ხორავას ქუჩის საქმეზე მოზარდის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო. 

დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტები არ გაიზიარა. პროკურატურამ კი სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს გაიხსნა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით ოთხ ივნისს დააკავა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში