აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ გასტროლისთვის ემზადება

04 ივნისი 2019, 15:28 1772 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ გასტროლისთვი ემზადება.  ანსამბლი 8-15 ივნისს ბუდაპეშტში  24-ე საერთაშორისო ფესტივალ დუნაის კარნავალსა  და საერთაშორისო  ხალხური  ცეკვების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

გამარჯვებული საერთაშორისო ხალხური ცეკვების კონკურს „ჯაჭვის ხიდის“ ლაურიატის წოდებას მიიღებს. ფესტივალის ფარგლებში  ანსაბლი რამდენიმე საცეკვაო  ნომრით წარსდგება. შეასრულებენ ცნობილ ქართულ ხალხურ ცეკვებს. დუნაის კარნავალზე  20 ზე მეტი ხალხური ცეკვის სახელწიფო აკადემიური გუნდები მონაწილეობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში