ბათუმში 86 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დააჯილდოვეს

27 მაისი 2019, 18:48 3078 ნახვა

ბათუმში 86 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დააჯილდოვეს. მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, აკადემიური მოსწრების  წახალისება და წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენა იყო.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების ხელშეწყობისთვის,  საქართველოს განათლების, სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემას, პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს. აჭარის მასშტაბით სულ 313 მედალოსანია. მათ შორის, 152 ბათუმის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში