სასკოლო ექსკურსიები - ბიუროზე კანონპროექტი შევიდა

27 მაისი 2019, 18:33 1205 ნახვა

პარლამენტის ბიუროს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლითაც სასკოლო ექსკურსიების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის საკითხი დარეგულირდება. პროექტის მიხედვით, ექსკურსიის მძღოლმა უნდა იქონიოს ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ.  ავტოსატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს  შიდა და გარე ხედვის კამერები, ცეცხლმაქრი  და პირველადი დახმარების ჩანთა.

მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას. ცვლილებები იგეგმება “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსშიც“, რომლის გათვალისწინებით, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ევალება 2019 წლის 1 ნოემბრამდე სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის შემუშავება და დამტკიცება უზრუნველყოს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი