საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება

14 ივნისი 2025, 11:58 350 ნახვა

-ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ანსამბლის, თეატრალური დასის, საგუნდო და სოლო შემსრულებლების მუსიკალურ-გასართობი ნომრები. 
ღონისძიების ფინალური სიმღერა ევროვიზიის გამარჯვებულმა ანდრია ფუტკარაძემ შეასრულა. წელს, ბათუმში მუნიციპალური საბავშვო ბაღი სასკოლო ასაკის 2755-მა აღსაზრდელმა დატოვა. გამოსაშვები ღონისძიება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში