სანაპირო კურორტებზე კვირის ბოლომდე მზიანი ამინდი იქნება

27 მაისი 2019, 11:31 620 ნახვა

მომდევნო დღეებში სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს. ამინდს განსაზღვრავს ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მშრალი და ცხელი ჰაერის მასების გადმონაცვლება, რისი გავლენითაც სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 

გასული დღეებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა დაიკლებს, თუმცა მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება აჭარის მაღალმთიან ზონას, ხულოში, შუახევსა და ქედაში ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და +28, +30 გრადუსამდე დაცხება.

ზღვის წყლის ტემპერატურა 19 გრადუსია, მზის ულტრაიისფერი ინდექსი კი #8 (მაღალი) ნიშნულს მიუახლოვდება. მოქალაქეებმა, შუადღის საათებში მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან თავი უნდა შეიკაონ. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი