აჭარაში მოღვაწე პედაგოგებს, ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია

25 მაისი 2019, 12:07 1422 ნახვა

აჭარაში მოღვაწე პედაგოგებს, ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება,  საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ  პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია ნებაყოფლობით   სახელმწიფოსგან ერთჯერადად ორი წლის ხელფასი მიიღონ.

ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.  შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მასწავლებლებისა და ბავშვების უფლებებზე. აჭარაში მოღვაწე პედაგოგებს, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი შეხვდა,

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში