"მე თავს ვთვლი დაჩაგრულად" - მუსლიმი თემი სასამართლოში მეჩეთის მშენებლობის საქმეზე

22 მაისი 2019, 11:22 2780 ნახვა

"მე ჩემს თავს ვთვლი დაჩაგრულად, სახელმწიფომ ვერ შეძლო შეხვედრის გამართვა, რომ მეჩეთის მშენებლობაზე გვესაუბრა. სახელმწიფოს მიდგომა მუსლიმ თემთან არის დისკრიმინაციული და აჭარაში, ამ თემაზე საკითხის გადაუწყევეტელობა არის ცუდი" - უთხრა მოსამართლეს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელმა ნოდარ პაქსაძემ. 

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, "მუსლიმი თემის თვითორგანიზებული ჯგუფის" სარჩელს განიხილავენ.  

"მიკვირს რატომ არ შეიძლება საინიციტავო ჯგუფთან საუბარი? მაშინ, როცა სასამართლოში საკუთარ მიწის ნაკვეთზე ვსაუბრობთ, პარალელურად ჩვენი მიწის მიმდებარედ 8 ეკლესია მდებარეობს, რომელის მშენებლობაზე მიწა აქვს მიტაცებული სახელმწიფოსგან. სად ვეძებო სამართალი და ვის ველაპარაკოთ? ადამიანური ლაპარაკი გვეგონა სასამართლოში იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ აქაც არ ყოფილა. თუ ასე გაგრძელდა, დილით დავიწყებთ მეჩეთის მშენებლობას. ალბათ ასე აჯობებს. ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება. გვინდოდა სამართლებრივად ყოფილიყო ყველაფერი,  მიწაც გვაქვს და სადაოც არაფერია" განაცხადა ნოდარ პაქსაძემ, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში