დღეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ბოლო  ზარი დაირეკა

20 მაისი 2019, 12:31 1181 ნახვა

დღეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ბოლო  ზარი დაირეკა.  მოსწავლეებმა  ტრადიციულად ერთმანეთს თეთრ მაისურებზე  სურვილები დაუტოვეს. ამ წუთებში სკოლებში   დამამთავრებელი კლასები  საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადებიან. დღეს  აჭარაში  მეთორმეტე კლასს 4 ათას 51 მოსწავლე ამთავრებს ,აქედან 1913 ბათუმში.

გასული წლებისგან განსხვავებით მოსწავლეებს  საატესტატო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ და ატესტატს სკოლაში დადებითი შეფასების საფუძველზე მიიღებენ. მათთვის კი ვინც უნივერსიტეტში  ჩაბარებას აპირებს  ერთიანი ეროვნული  გამოცდები  ივლისში დაიწყება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში