“მიხეილ სააკაშვილმა ბრძოლაში მეუღლე გამოუშვა” - ირაკლი ღარიბაშვილი სექსისტური შეფასება

20 მაისი 2019, 01:30 870 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში, ზუგდიდის მერობის კანდიდატზე სანდრა რულოვსზე, სექსისტური განცხადებები გააკეთა. თქვა, რომ  მიხეილ სააკაშვილმა მისი ცოლი გამოუშვა ბრძოლაში.   

“ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა მისი ცოლი გამოუშვა ამ ბრძოლაში, ამით ყველაფერი ნათქვამია. ყველა ნორმლაურად მოაზროვნე ადამიანი გამოიტანს შემდეგ დასკვნას, რომ ეს ადამიანი ისევე როგორც იქცეოდა 2008 წლის ომში, როდესაც მან მთელი ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორც მხდალმა პოლიტიკოსმა, მან იგივე გაიმეორა ამ შემთხვევაშიც. წარმოიდგინეთ არჩევნებში გამოუშვა თავისი მეუღლე, წარმოიდგინეთ და ახლა უფრო უარესიც, ყველამ ვნახეთ, რომ ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, გადაადგილდება,  ფუფუნებაში ცხოვრობს, თავის ამომრჩევლებს კი მოუწოდებს, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩათ, წავიდნენ დესტრუქციასა და დაძაბვაზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზუგდიდში "ქართული ოცნება" გამარჯვებას ზეიმობს, სანდრა რულოვსი კი საბოლოო შედეგებს ელოდება და აცხადებს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ბრძოლისთვის მზადაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი