საარჩევნო დღე ყველაზე დაძაბული ზუგდიდში იყო

19 მაისი 2019, 20:00 1431 ნახვა

ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, სპეციალურ სიებში აღრიცხვა, ზეწოლა და ვიდეო კონტროლი - ასე აფასებს რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის პროცესს ოპოზიცია. ხელისუფლება, ოპონენტების ბრალდებებს არ იზიარებს და საკუთარ აქტივისტებსა და ამომრჩეველს მოუწოდებს, მოერიდონ პროვოკაციებს და არავის მისცენ უფლება პროცესის დისკრედიტაციის. 

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში მერს, 8-ში  საკრებულოს წევრებსა და 1 ოლქში პარლამენტის დეპუტატს ირჩევენ, პოლიტიკოსების, დამკვირვებლებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში  დღეს ზუგდიდია. როგორც მოსალოდნელი იყო,  არჩევნების დღე, ზუგდიდში, დიდი დაძაბულობისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ბრალდებები ისმის სამი მხრიდან - გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას, ხელისუფლება ოპოზიციას, დანარჩენი კანდიდატები კი, ორივე მათგანს სიტუაციის დაძაბვაში ადანაშაულებენ. ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში, დილიდან, უბნების გახსნიდანვე დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში