გასროლა ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანზე - გაერთიანებული ოპოზიცია

18 მაისი 2019, 17:47 890 ნახვა

გასროლა იყო ზუგდიდში 87 - ე საარჩევნო უბანზე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, რომ გაისროლეს მათი კომისიის წევრის მისამართით, რომელმაც გადასატანი ყუთის საარჩევნო სიაში უკანონოდ შეყვანილი ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერები დააფიქსირა.

ლევან ბეჟაშვილი მოუწოდებს პოლიციას, დროულად მოხდეს ფაქტის გამოძიება. გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრი , რომელმაც, როგორც ამბობენ, გასროლის ფაქტიც დააფიქსირა, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი