ქობულეთში მოიჯარეებს გადასახადი 20% გაეზარდათ

16 მაისი 2019, 18:00 117 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის მხარდაჭერით გადაწყდა, რომ წელს  სანაპირო ზოლზე მოიჯარეებს ინვენტარის გადასახადი 20 პროცეტნით გაეზრდებათ.  ოპოზიცია ამტკიცებს, რომ გაზრდილი თანხა არა მარტო მცირე მეწარმეებს,  დასვენებლებსაც  დააწვება ტვირთად.

დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებსაც დაუჭირეს მხარი, ფინანსური დოკუმენტი 148 ათას 700 ლარით გაიზარდა. ასევე მიღებული ეკონომიების ხარჯზე, რომელიც მილიონ ლარზე მეტია, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო  განხორციელდება.   

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი