მანანა გაბაიძის პირველი საავტორო საღამო გაიმართა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

15 მაისი 2019, 16:53 1717 ნახვა

კომპოზიტორის, დირიჟორისა და ლოტბარის მანანა გაბაიძის პირველი საავტორო საღამო გაიმართა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.  მანანა გაბაიძის მიერ სხვადასხვა წელს დაწერილი სიმღერები მისმა მოსწავლეებმა შეასრულეს.

კონცერტში ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, გოგონათა ვოკალური კვარტეტი,საფორტეპიანო ანსამბლი, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის ბავშვთა აკადემიური გუნდი ,ასევე მომღერლები თამუნა მიქელაძე,შორენა მიქელაძე, ცირა თურაძე და სხვა შემსრულებლები მონაწილეობდნენ. გაიმართა თეატრალური  წარმოდგენაც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში