ზაზა ნადირაძე ოლიმპიადაზე მე-5 ადგილზე გავიდა

18 აგვისტო 2016, 00:00 1786 ნახვა

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ 39.817 მეათასედ წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა. ფინალში ქართველ სპორტსმენთან ერთად კიდევ 7 ქვეყნის წარმომადგენელი ასპარეზობდა. ოლიმპიური ოქროს მფლობელი უკრაინელი იური ჩებანი გახდა, მეორე ადგილზე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ვალენტინ დემიანენკო გავიდა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ბრაზილიელი დოსანტოს კუეიროსი გახდა. აქამდე ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 მეათასედ წამში დაფარა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.

ამავე კატეგორიაში