''ქამბექი ენფილდზე'' - ლივერპული ფინალშია

08 მაისი 2019, 00:56 2525 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა დასრულდა "ენფილდის" სტადიონზე. ლივერპულმა ბარსელონა 4:0 გაანადგურა. 

ინგლისელებმა პირველი ტაიმი სწრაფ ტემპში დაიწყეს და მე-7 წუთზე, ლივერპულის ბელგიელმა ფორვარდმა ორიჯიმ ანგარიში გახსნა.  პირველი ტაიმში, ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა ტაიმი 1:0 დაამთავრეს.

მეორე ტაიმი ბარსელონასათვის კოშმარით დაიწყო. შეცვლაზე შემოსულმა ვეინალდუმმა, 54-ე და 56-ე წუთებზე ლივერპული 3:0-ზე გაიყვანა. ეს თამაშის შემოტრიალებას ნიშნავდა.

აქვე, საინტერესო ის გახლდათ, რომ ლივერპულის თითოეულ გოლზე ტრანსლაციის რეჟისორები კადრში მესის გვიჩვენებდნენ, 
79-ე წუთზე, პირველი გოლის ავტორმა ორიჯიმ ანგარიში 4-მდე გაზარდა და ლივერპული უპირატესობაში დატოვა, მატჩი საბოლოოდ ამ ანგარიშით დაასრულდა

ორი მატჩის ჯამში ლივერპული ბარსელონა 4:3. 

გასულ წელს რომში, წელს კი ლივერპულში, პირველი თამაშის შემდეგ, ბარსელონამ ორივე მეტოქესთან სამ ბურთიანი უპირატესობა გაანიავა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა უკვე ესპანეთის ჩემპიონია, ლივერპულს კი, ინგლისის პირველობისთვის მანჩესტერ სიტი ეცილება. პრემიერლიგის გამარჯვებული 38-ე ტურში გამოვლინდება.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში