მამკოდის ტერიტორიიდან ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩენილი ყველა ადამიანი გამოიყვანეს

05 მაისი 2019, 12:25 1499 ნახვა

მამკოდის ტერიტორიიდან ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩენილი ყველა ადამიანი გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით გვიან ღამით, ეს პირები მაშველებს არ დაემორჩილნენ და მდინარის მეორე ნაპირზე არ გადმოვიდნენ.

ისინი ნასვამები იყვნენ და მამკოდასთან საქეიფოდ იმყოფებოდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 70 ადამიანი, მათ შორის, ოთხი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. დარჩენილი იყო 18 ადამიანი. ღამით, მამკოდის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სამაშველო ღონისძიება ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში