მახალაკიძეებში საპროტესტო აქცია შეწყდა

16 აგვისტო 2016, 00:00 2777 ნახვა

შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში საპროტესტო აქცია შეწყდა. მოსახლეობამ პროტესტი იმ პირობით შეაჩერა რომ 4 დღეში მათ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე შეხვდება. ილია ელოშვილი ახალ ამბებთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მოსახლეობას ინდივიდუალური გეოლოგიური დასკვნა აქვს და კომპენსაციების შესახებ ინფორმირებული არიან. დამატებითი თანხების გაცემა კი გამორიცხულია. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე შუახევში შეხვედრას 20 აგვისტოს გამართავს. მახალაკიძეების მცხოვრებლები გვირაბის მშენებლობის წინააღმდეგ აქციას ოთხი დღის განმავლობაში მართავდნენ. გუშინ გვიან ღამით აქციის მონაწილეებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შეუერთდა. 

ამავე კატეგორიაში