''საქართველოს რკინიგზის'' ორი თანამშრომელი დავაკავეთ - საგამოძიებო სამსახური

19 აპრილი 2019, 00:00 1645 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა, რომლებსაც ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა ევალებოდათ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, ე.წ. ატკატის სახით გამოართვეს 2 440 ლარი. 

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში