ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაში დამეწყირილი გზა ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით გაწმინდეს

15 აპრილი 2019, 00:00 2402 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაში, წელიწადნახევრის წინ დამეწყირილი გზა ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით გაწმინდეს - ამბობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება არაერთხელ დაფიქსირებული მოთხოვნის და შეუსრულებელი დაპირების შემდეგ მიიღეს.

დღესვე ამ გზაზე მერიის წარმომადგენლებმა ლენტები გაავლეს და მოძრაობა აკრძალეს - ირწმუნებიან, რომ გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად ამ მონაკვეთში გადაადგილება სახიფათოა. მათი ცნობით რისკის წინაშე მძღოლებთან ერთად ის ოჯახი დგება, რომელიც გზის ზედა ნაწილში ცხოვრობს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში