პირველი მოგებული შეხვედრა წაგებული მატჩების შემდეგ

16 აპრილი 2016, 00:00 2276 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ოცდამეცხრე ტურის მატჩში, ქედის ბეთლემმა ხარაგაულის ჩხერიმელას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. შეხვედრის გადამწყვეტი გოლი ბეთლემის კაპიტანმა გიორგი კახიანმა 35-ე წუთზე გაიტანა. ამ გამარჯვებით ბეთლემმა რვამატჩიანი მოუგებელი მატჩების სერია დაასრულა. ბეთლემი 29 ტურის შემდეგ 39 ქულით მეცხრე პოზიციაზეა. მომდევნო ტურის მატჩს გუნდი 24 აპრილს სტუმრად ბორჯომის წინააღმდეგ გამართავს. დღესვე ხელვაჩაურის მაჭახელამ იმერეთთან ფრედ 1-1 ითამაშა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი