ადვოკატთა კორპუსი პოლიციას პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებს

30 მარტი 2019, 00:00 1469 ნახვა

დაშინებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებენ ბათუმელი ადვოკატები პოლიციას. მათ დღეს  გენერალურ პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას მიმართეს. უფლებადამცველები  ქობულეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდის დაკავების საქმის გამოძიებას მოითხოვენ, რომელიც გუშინ აიყვანეს.

როგორც აცხადებენ,  დაკავებული თავად აპირებდა პოლიციის სამმართველოში გამოცხადებას, რაზეც სამართალდამცავი ორგანო ინფორმირებული იყო, თუმცა პოლიციამ ადვოკატს დაასწრო და პირი პირდაპირ ოფისიდან აიყვანეს. დაკავებულის ადვოკატ პაატა ნაკაიძეს დღეს კოლეგებმა სოლიდარობა გამოუცხადეს და ფაქტის გამოძიება მოითხოვეს. ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც განმარტავენ, რომ პირის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

ამავე კატეგორიაში