ქედის მერია  უსახური შენობების დემონტაჟს იწყებს

16 მარტი 2019, 00:00 1519 ნახვა

ქედაში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე უსახური შენობის დემონტაჟი დაიწყო. შენობა მრავალსართულიანი ეკომიგრანტთა საცხოვრებლის მიმდებარედ იყო, რაც საფრთხესა და ანტისანიტარიას ქმნიდა ადგილობრივებისთვის. სამუშაოებს შპს ქედის კომუნალური სერვისის სამსახური ახორციელებს.

ქედის მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით,  მერია კიდევ სამი შენობის დემონტაჟს გეგმავს, რომლისთვისაც თანხას ბიუჯეტის კორექტირების დროს გაითვალისწინებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში