საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა 

05 მარტი 2019, 00:00 1088 ნახვა

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას“ წარადგენს, რომელიც ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღწეული პროგრესის კონსოლიდაციას ემსახურება და საქართველოს აძლევს საშუალებას, ასოცირების შეთანხმების მიღმა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციისკენ.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ამავე კატეგორიაში