საცდელი ურნები პოლიეთილენის პარკით /ფოტო/

28 თებერვალი 2019, 00:00 8904 ნახვა

ნაგვის ურნა პოლიეთილენის პარკით სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე თვის წინ,  სანდასუფთავების სამსახურმა დადგა.  საცდელად სულ ექვსი ურნაა განთავსებული. 

შპს ''სანდასუფთავებაში'' ამბობენ, რომ ახალი ​ურნებისთვის ბიუჯეტიდან 780 ლარი დაიხარჯა და იგი ბათუმშია დამზადებული. 

უწყებაში ირწმუნებიან, რომ მსგავსი ნაგვის ურნა ევროპულ სტანდარტს შეესაბამება, მას ნარჩენების ჩასაყრელად სათლები არ სჭირდება. "თუ გაამართლებს მაშინ დავამატებთ" - ამბობენ უწყებაში. 

 "პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარჩენები ბევრად უფრო დაცული, ესთეტიკური და მოწესრიგებულია.  ადვილად შესამჩნევია და ვფიქრობთ, ნარჩენები ტროტუარზე აღარ მოხვდება"-  გვითხრა შპს ''სანდასუფთავების'' წარმოამდგენელმა  გიორგი ბაჟუნაიშვილმა.

"სიგარეტის ნამწვი თუ მოხვდა პარკში, უცებ იწვება და ნარჩენები ტროტუარზე იყრება" - ამბობენ მოქალაქეები, რომლებმაც ურნების დიზაინიც დაიწუნეს. ფიქრობენ, რომ არაესთეთიკურად გამოიყურება.

სანდასუფთავებაში კი ვერ იხსენებენ შემთხვევას, როცა  ნამწვავის ან სხვა მიზეზის გამო ნაგვის ნარჩენები ტროტუარზე აღმოჩენილა.  "სანდასუფთავების თანამშრომლები დღეში რამოდენიმეჯერმე ამოწმებენ ტერიტორიას და იცავენ ჰიგიენური ნორმებს". 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში