სასამართლომ სადავო ბინა პაპუაშვილის საკუთრებაში დატოვა

05 აგვისტო 2016, 00:00 3172 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დიანა ფარქოსაძემ ეკონომიკის სამინისტროსა და პაპუაშვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბათუმში საცხოვრებელი სახლი სასამართლოს თავმჯდომარეს სიმბოლურ, 1000 ლარად გადაეცა, ბათილად არ ცნო. როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი ხელშეკრულებას არაკეთილსინდისიერს უწოდებს. გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია მოპასუხე მხარე, ეკონომიკის სამინისტროსა და პაპუაშვილის წარმომადგენლები.

ამავე კატეგორიაში