პარლამენტის საგაზაფხულო სესია

05 თებერვალი 2019, 00:00 1478 ნახვა

საქართველოს პარლამენტი თბილისში 7 წლის შემდეგ დაბრუნდა.  მეცხრე მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ, პირველი საგაზაფხულო სესიით მუშაობა დედაქალაქში პარლამენტის ახალი რეგლამენტით დაიწყო. ახალ ეტაპზე გადავიდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობაც. მაგალითად დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას პრემიერი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

პარლამენტი “მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე წელს 11 უწყების ხელმძღვანელს მოუსმენს, ესეც ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია. პირველ მინისტრს, ვისაც საკანონმდებლო ორგანოში დაიბარებენ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილია. დღეს არაერთი პოლიტიკური შეფასება გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტმა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალი თავმჯდომარეც უნდა აირჩიოს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში