საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა

24 იანვარი 2019, 00:00 1374 ნახვა

მნიშვნელოვან შეხვედრად აფასებს უმრავლესობის წევრები დღევანდელ შეკრებას. დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერები ძირითადად სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ.

დეპუტატების განცხადებით, მსჯელობა იყო შინაარსობრივი და არგუმენტირებული, სადაც თავისი მოსაზრების დაფიქსირება ყველას შეეძლო.

შეხვედრის მოდერატორი იყო ბიძინა ივანიშვილი. უმრავლესობის სხდომა ხვალაც ჩაინიშნა. დღევანდელი შეხვედრის პარალელურად „ქართული ოცნების“ ოფისთან დღეს აქცია გაიმართა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში