საქართველოს პრეზიდენტის პირველი პრესკონფერენცია

11 იანვარი 2019, 00:00 1284 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი პრესკონფერენცია გამართა და უკვე საათზე მეტია პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს. მან სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილ დაპირსიპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემის მიმართ ნდობა დემოკრატიის ქვაკუთხედია და ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციისთვის აუცილებელია, საკითხზე მართებული გადაწყვეტილების მიღება, მისი თქმით ის დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

ასევე ამბობს, რომ მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაში ის ვერ ჩაერევა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კანონზე ცილისწამების შესახებ და მოიყვანა დემოკრატიული ქვეყნების მაგალითი, რაზეც აღნიშნა, რომ ეს კანონი არ მოდის წინააღმდეგობაში სიტყვის თავისუფლებასთან.

რაც შეეხება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს, პრეზიდენტის თქმით ვინაიდან ქართული ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ მოსაზრების გამოხატვასთან დაკავშირებით, ისიც ასე უნდა მოიქცეს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში