უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწესებელი მოსამართლეების საკითხზე მსჯელობა გრძელდება

09 იანვარი 2019, 00:00 1454 ნახვა

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება. დღეს უკვე არასამთავრობო სექტორი ჩაერთო პროცესში და მმართველ გუნდს მოუწოდა პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეების სია უკან გაიწვიოს, კრიტერიუმები კი თავიდან განისაზღვროს. იგივე მოსაზრება აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებსაც.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კრიტერიუმებზე პარლამენტი იმსჯელებს, თუმცა ჯერ-ჯერობით უვადოდ დასანიშნ კონკრეტულ პერსონებზე, რომლებიც უვადოდ უნდა დანიშნონ  საუბარი ნაადრევია. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში