არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა –  მრავალხმიანობა, ქვევრის ღვინო, ანბანი, ჭიდაობა

31 დეკემბერი 2018, 00:00 1924 ნახვა

ქართული მატერიალური ძეგლების დაცვით, შენახვით და მოვლით თავს ვერ ვიწონებთ, მაგრამ საამაყოდ გვაქვს საქმე იმ დარგებში, რაშიც მსოფლიო აღიარების მოპოვება დიდი ხნის წინ დავიწყეთ. ერთ-ერთი ბოლო ქართული ჭიდაობა იყო, რომელიც იუნესკოს არამატერიალური ძეგლების ნუსხაში სულ ცოტა ხნის წინ შეიტანეს.

მანამდე, მსოფლიო ჩამონათვალს ქართული ანბანის უნიკალური, სამი სახეობის ცოცხალი კულტურა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი შეემატა. ერთ-ერთი პირველი რითაც საქართველომ მსოფლიო აალაპარაკა ეს რა თქმა უნდა ქართული მრავალხმიანობაა, სწორედ ქართული სიმღერა და ნიჭია ის რითაც სხვათაშორის ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის, განსაკუთრებით გამოგვარჩევენ.

ამავე კატეგორიაში