სოფელ ხურვალეთთან დაკავებული ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლეს

24 დეკემბერი 2018, 00:00 1323 ნახვა

სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული 33 წლის ოთარ სამნიაშვილი გათავისუფლდა. სოფელ ხურვალეთთან შშმ პირი ოთარ სამნიაშვილი გუშინ დააკავეს. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.

სამნიაშვილი ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფრთან ახლოს აიყვანეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ფაქტზე ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში