ცესკოს მონაცემებით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში

29 ნოემბერი 2018, 00:00 2076 ნახვა

• ქობულეთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა 60.45% 25 ათას 93 ხმა მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი 39.55 % ანუ 16 ათას 414. ოლქში 9 საჩივარი, პროცედურულ დარღვევებზე შევიდა, მათგან სამის ავტორი ნაციონალურ მოძრაობაა.

• ხელვაჩაური- 46 უბნიდან სალომე ზურაბიშვილმა 42 უბანში გამარჯვება მოიპოვა. ჯამში დამოუკიდებელმა კანდიდატმა  60,02%    16 ათას 48 ხმა, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა 39,98% 10 ათას 689 ხმა მიიღო. დათვლის პროცესში 449 ბიულეტენი გაბათილდა. ხელვაჩაურში  44 944 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება მოიპოვა, თუმცა 50%-იაინი ბარიერი ვერ გადალახა.

• მსგავსად პირველი ტურისა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა ქედაში. მას მხარი 62,22%-მა   7 ათას 27 ამომრჩეველმა დაუჭირა. გრიგოლ ვაშაძემ კი 37,78 %  4 ათას 266 ხმა მიიღო. #80 ოლქში 6 საჩივარი ნაციონალურმა მოძრაობამ დაწერა. იგი პროცედურულ დარღვევებს და უბნის გარეთ აგიტაციას ეხება.

• შუახევში სალომე ზურაბიშვილმა 58,80 %-ით გაიმარჯვა. მას მხარდაჭერა 5 ათას 476 მოქალაქემ გამოუცხადა. გრიგოლ ვაშაძეს კი ხმა 3 ათას 832 ამომრჩეველმა მისცა, რაც 41,20 %-ია. შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიაში  საჩივარი ამ დრომდე არ შესულა.

• ხულო- აქ ხულო ზურაბიშვილმა 57,22 % 7 859 ხმა მიიღო. გრიგოლ ვაშაძეს კი 5 876 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც 42,78 %-ია. ოლქში 5 საჩივარია შესული, სამის ავტორი ნაციონალური მოძრაობაა. გაბათილდა 137 ბიულეტენი.

ამავე კატეგორიაში