ქვეყანაში ჭარბვალიანობის დაგროვება ლარიზაციის დროს დაშვებულ შეცდომას უკავშირდება 

20 ნოემბერი 2018, 00:00 1578 ნახვა

მთავრობის ახალ ინიციატივაზე პრემიერმა დამატებითი განმარტებები გააკეთა. მამუკა ბახტაძის თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარება ხელისუფლების ერთ- ერთი მთავარი ამოცანაა. მისივე თქმით,  მოლაპარაკებები გაგრძელდება და არის მოლოდინი, რომ ვალების განულებაზე ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შეუერთდებიან. 

ჭარბვალიანობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე შეცდომად პრემიერი ლარიზაციას ასახელებს, კერძოდ ამბობს, რომ არ მოხდა ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა და დოლარიზაციამ მაღალ დონეს მიაღწია.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობა განაგრძობს  ამ პრობლემასთან ბრძოლას, რათა  შექმნას პირობები, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობა საბოლოოდ აღმოიფხვრას. მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას ხელისუფლება ეროვნულ ბანკთან ერთად გეგმავს.

ამავე კატეგორიაში