''ზაფხულის დღეს

26 ოქტომბერი 2018, 00:00 2349 ნახვა

პრემიერისთვის ემზადება ბათუმის დრამატული თეატრი - გამორჩეული დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესას - "ზაფხულის დღე"  "ახალ სცენაზე" სამი მსახიობი შეასრულებს. ფაბულის მიხედვით როლები უიღბლო და იღბლიან კაცებს შორისაა გადანაწილებული, მათ დისკუსიაში კი  მესამე პერსონაჟი ქალი ერთვება. მოკლედ საინტერესო იგავის მსგავსი სპექტაკლი ელის მაყურებელს ხვალ, პირველი საპრემიერო ჩვენება საღამოს 19 საათზე დაიწყება. სპექტაკლი  მსახიობ მიშა ჯოჯუას ხსოვნას ეძღვნება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში