ანზორ კონცელიძის მკვლელობის საქმე

26 სექტემბერი 2018, 00:00 3782 ნახვა

მკვლელობის საქმის განხილვა და შეცვლილი ჩვენებები სასამართლოში - 1 წლის წინ ჩაქვში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურორის მიერ წარდგენილმა მოწმეებმა დღეს ჩვენება შეცვალეს და თქვეს რომ არაფერი დაუნახავთ და არაფერი გაუგიათ. არადა თავის დროზე ბრალდების მთავარი  მტკიცებულება, სწორედ ამ მოწმეების ჩვენებები იყო. გამოდის რომ პროკურატურას საკუთარი მტკიცება საკუთარმა მოწმეებმა შეუსუსტეს. ამის შემდეგ სასამართლო სხდომათა დარბაზი მოკლულის ახლობლებმა დატოვეს.

იყო ვითარების დაძაბვის რისკი შენობის მიღმა, თუმცა მოწმემ უსაფრთხოდ შეძლო ტერიტორიის დატოვება. ბრალდებულის ადვოკატის თქმით ახალი ჩვენებაა სიმართლე, პოლიციაში მიცემული კი ზეწოლის შედეგი. ცნობისთვის ამ საქმეს კიდევ ერთი გარდაცვლილი ჰყავს, სავარაუდოდ თავი მოიკლა ერთ-ერთმა მოწმემ, რომლის ახლობლებიც ბრალდებულის მეგობრების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდნენ. გამოძიება არ დასრულებულა, ასევე არ დასრულებულა ჯერ სასამართლო განხილვა ანზორ კონცელიძის მკვლელობის საქმეზე - უცნობია საბოლოოდ რა პოზიციას დაიჭერს სახელმწიფო ბრალმდებელი და მოსამართლე, რომლებსაც დაზარალებული მხარე არ ენდობა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში