სანაპირო კურორტებზე, ხვალ და ზეგ 31 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა

23 სექტემბერი 2018, 00:00 5040 ნახვა

24-25 სექტემბერს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ცხელი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. განსაკუთრებით მოიმატებს ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ხვალ +26, +28, ზეგ კი +29, +32 გრადუსი იქნება.

პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის თბილი ფიონი, რაც ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წლის ამ სეზონზე უნალექო და ცხელი ამინდის.

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია, მზის ულტრაიისფერი ინდექსი ნიშნულით 7, ასე რომ თამამად შეგიძლიათ მოიწყოთ დასვენების ორი შესანიშნავი დღე და რუჯის მოყვარულებმა გაეშუროთ ზღვისკენ.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში