საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ე.წ. შავი სიებით სარგებლობენ - ''სამართლიანი არჩევნები''

11 სექტემბერი 2018, 00:00 2369 ნახვა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ,  საუბნო საარჩევნო კომისიის 612 წევრი აირჩია.  წევრებს 102 უბანზე გადაანაწილებენ.  ოლქში 1124  მსურველის განაცხადი იყო შესული.

სხდომას აკვირდებოდა  ,, სამართლიანი არჩევნების’’ აჭარა- გურიის კოორდინატორი. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან  საუბრისას, მადონა ბერიძემ აღნიშნა, რომ  საუბნო საარჩევნო კომისიის  წევრების არჩევისას, გასული წლების მსგავსად  დარღვევები დაფიქსირდა.  კერძოდ,  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ე.წ. შავი სიებით სარგებლობენ.

ბათუმის ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, წევრების არჩევის დროს მათი გამოცდილება გაითვალისწინებს. რაც შეეხება ''შავ სიებს'',  ციალა  შავაძის თქმით, ეს მათი სამუშაო ვერსია იყო, თუმცა კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადებს ისინი 30 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით ეცნობოდნენ და მსჯელობდნენ.

ამავე კატეგორიაში