„PANTELENA“ - ს თავს მეკობრეები დაესხნენ და გემი გაძარცვეს

25 აგვისტო 2018, 00:00 3946 ნახვა

გემ „პანტელენა“-ს ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება ლომეს პორტშია, ეკიპაჟის  წევრებთან კავშირის დამყარება 10 დღის დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. „PANTELENA“ -ს კაპიტნის ინფორმაციით გემზე  გაბონის ტერიტორიულ წყლებში, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს. ინფორმაციას საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოში ამბობენ, რომ  ქართული მხარის კონტაქტი ეკიპაჟთან გუშინ გვიან ღამით შედგა და ისინი ამჟამად ლომეს პორტში უსაფრთხოდ იმყოფებიან.

მათივე ინფორმაციით,   საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში, რის შედეგადაც გემის იდენტიფიცირება 23 აგვისტოს მოხდა. მეზღვაურებს ესაუბრნენ ოჯახის წევრებიც. მათი ინფორმაციით, გემიდან წაღებულია ნივთები და ტვირთი. საგარეო უწყებაში აცხადებენ რომ ინტენსიური კავშირი აქვთ გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟს მიაწოდონ სასმელი წყალი და საკვები.

ამავე კატეგორიაში