ხადას ხეობაში 4 წლის ბავშვს ეძებენ

08 ივლისი 2018, 00:00 1543 ნახვა

ამ დრომდე ეძებენ მაშველები ხადას ხეობაში დაკარგულ 4 წლის ბავშვს. ტერიტორიას 25 მაშველი აკონტროლებს. მცირეწლოვანი რამდენიმე დღის წინ მშობლებთან ერთად დაიკარგა, უფროსების ცხედრები გუშინ მდინარიდან ამოიყვანეს. ხადას ხეობის მცხოვრებლების თქმით მათ 3 დღის წინ გამგეობიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაკარგულ სამ მოქალაქეს ეძებდა, რის შემდეგაც მაშველების მისვლამდე მოსახლეობა მათ საკუთარი ძალით ეძებდა.

დაკარგულები ბოლოს მწყემსმა ნახა, რომლის მონათხრობითაც ახალგაზრდა წყვილს თან ახლდა ბავშვი, რომელიც კაცს ზურგჩანთაში ჰყავდა ჩასმული, სწორედ მწყემსმა მიაცილა ტურისტები ჩანჩქერამდე, მას ახლა სამართალდამცველები კითხავენ. სამძებრო სამუშაოები ხადას ხეობაში ცუდი ხილვადობის გამო დაახლოებით ერთ საათში შეჩერდება და ხვალ დილის 7 საათიდან განახლდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი