დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

30 ივნისი 2018, 00:00 845 ნახვა

ქრთამის აღების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და ა(ა)იპ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის“ ხელმძღვანელი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით,ერთ-ერთმა დაკავებულმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შვილს, საცხოვრებელი ფართის მუდმივ სარგებლობაში და შემდგომ საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, მათ ქრთამის სახით 4000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. დანაშაული 6 დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი